ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტი
წარმოგიდგენთ სტუდენტურ კონფერენციას ფიზიკაში „სამყაროს ფარული განზომილებები“.
პროექტი განკუთვნილია თსუ-ის ნებისმიერი ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვის,
რეგისტრაციისა და აბსტრაქტის გადმოგზავნის ბოლო ვადაა - 17 ნოემბერი,კონფერენცია ჩატარდება დეკემბერის შუა რიცხვებში. ნაშრომებს განიხილავენ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორები.
გაითვალისწინეთ:
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ მოცემულ ბმულზე:
https://forms.gle/tNAmVe4MUcYQHErH8
ხოლო, აბსტრაქტი უნდა გადმოგზავნოთ შემდეგ ელ.მისამართზე:
tsu.zustebi306@gmail.com
მონაწილეთა რეგისტრაცია ხდება ინდივიდუალურად.
გაითვალისწინეთ:
მოხსენების აბსტრაქტის მოცულობა უნდა იყოს 150-200 სიტყვა.
პრეზენტაციის მოცულობაში არხართ შეზღუდულები.
ნაშრომის შეფასებისას, გათვალისწინებული იქნება შემდეგი კრიტერიუმები:
• პრეზენტაციის შესაბამისობა სათაურთან;
• შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნა;
• პრეზენტაციის ხარისხის;
• გამოყენებული წყაროების, მათ შორის, უცხოენოვანი ლიტერატურის, მრავალფეროვნება;
• საკუთარი აზრი;
• ციტირების ტექნიკა.
ტექნიკურად გაუმართავი ნაშრომი არ მიიღება!
გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი პრიზები და სერტიფიკატები
I ადგილი - 600ლარი
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ჩვენს ელექტრონულ მისამართზე:
tsu.zustebi306@gmail.com
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობა გისურვებთ წარმატებებს!